სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ოქტომბერს  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება “ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: კახათს, ინგირს, ნაწულუკუს, ჩხორიას, დარჩელს, ერგეტას, ორულუსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე თამარ მეფის, ვაჩნაძის, კალანდაძის, კ.გამსახურდიას, ჭყონდიდელისა და მიმდებარე ქუჩებს.

სენაკში – 06:00-დან 08:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: რუსთაველის, ჭავჭავაძის, ზვიად გამსახურდიასა და მიმდებარე ქუჩებს.

12:00-დან 18:00 საათამდე სოფელ ლეძაძამესა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

ჩხოროწყუში – 10:30-დან 18:30 საათამდე ქუჩებს: მერაბ კოსტავას, ნაჭყებიას, მშვიდობისა და მიმდებარე ქუჩებს.

ფოთში – 10:30-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: მელიქიშვილის, გრიბოედოვის, კლდიაშვილის, ბარათაშვილის, ზამბახიძისა და მიმდებარე ქუჩებს.

აბაშაში – 15:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: ტყვირის, მარანს, ნაესაკოვოსა და მიმდებარე სოფლებს.

ხობში – 12:00-დან 15:00 საათამდე სოფელ პატარა ფოთს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი