ამინდის პროგნოზი

უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

“სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) +25+27 გრადუსი; დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 20 ოქტომბერს +22, +24, 21-22 ოქტომბერს +26,+28 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 20 ოქტომბერს +19, +21; ხოლო 21-22 ოქტომბერს +23,+25 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 20 ოქტომბერს +16, +18, ხოლო 21-22 ოქტომბერს +20,+22 გრადუსი”.

კომენტარები

დატოვე კომენტარი