ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიების დაზუსტების პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
მირანდა მესხი გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთ ლიდერს ბაჩუკუი ქარდავას პასუხობს და აღნიშნავს, რომ სიების დაზუსტების პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ნებისმიერ პირს ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შეუძლია, კომისიას მიმართოს.
ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ მისამართზე სადაც ამომრჩეველია რეგისტრირებული ეკლესია შენდება, შესაბამისად მისი თქმით, საარჩევნო სიები უკვე გაყალბებულია.