პარლამენტში ეთიკის საბჭო იქმნება

საქართველოს პარლამენტში ეთიკის საბჭო იქმნება. კენჭისყრა სესიაზე გაიმართა და დადგენილების პროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი არ ყოფილა.

კანონპროექტის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირინე ფრუიძეა.

ეთიკის კოდექსი არეგულირებს პარლამენტის წევრის ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე და წესებს განსაზღვრავს.

ეთიკის საბჭოს 16 წევრით უნდა დაკომპლექტდეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი