ანა წითლიძე: “დევნილთა სამინისტრო ჩართულია საარჩევნო მაქინაციებში”

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე აცხადებს, რომ დევნილთა სამინსიტრო საარჩევნო მაქინაციებშია ჩართული. მისი მტკიცებით, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მცხოვრები დევნილების უმეტესობა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია და სწორედ ამიტომ მათთვის მიმდინარე წლის მარტში მიღებული ბინების დაკანონება არ ხდება, რათა ვერ შეძლონ არჩევნებში მონაწილობა.

“ამ ადამიანების უმეტესობა ჩაწერილია სხვადასხვა რაიონებში, სადაც წასვლას ვერ შეძლებენ და ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ეს ყველაფერი “ქართული ოცნების” შტაბის თხოვნით ხდება, რასაც სამინსიტრო ასრულებს. მოვუწოდებს სუბარის უწყებას, სასწრაფოდ დაუკანონონ ეს ბინები დევნილებს”, – აცხადებს წითლიძე.

დევნილთა სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ბარამიას ქუჩაზე მცხოვრები დევნილებისთვის ბინების დაკანონების პროცესი ორ თვის განმავლობაში დასრულდება, არჩევნებში მონაწილეობას კი მსგავსი პრობლემის მქონე დევნილები დამატებითი სიებით შეძლებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი