ზუგდიდში მოხუც მამაკაცს მატარებელი დაეჯახა – დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში 75 წლამდე მამაკაცს დაეჯახა. დაშავებული ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცის შვილის მოთხოვნით ექიმები კომენტარს არ აკეთებენ. მომხდარზე არ საუბრობენ თავად ოჯახის წევრებიც.

როგორც საავადმყოფოს მედ-პერსონალმა “Newsportal.ge”-ს პირად საუბარში განუმარტა, მოხუცი ჰოსპიტალში ტრავმული შოკით და თავის არეში სხვადასხვა ჭრილობებით, ასევე თავის ტვინის შერყევით შეიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-ში კი აცხადებენ, რომ საქმე სსკ-ის 275-ე მუხლით აღიძრა, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი