ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების პროექტის ფარგლების დადგენის (სკოუპინგის) შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს იწვევს.
ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი უფლებამოსილია ანაკლიაში ააშენოს, განავითაროს და ოპერირება გაუწიოს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს. კონსორციუმი პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზსშ) დოკუმენტის შემუშავების პროცესშია.
საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის შემუშავების პროცესი ორ ნაწილად იყოფა: 1) პროექტის ფარგლების დადგენა (სკოუპინგი) და 2) შეფასება. კონსორციუმი თითოეულ ეტაპზე გეგმავს საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარებას. იგი დაინტერესებულ მხარეებს და ადგილობრივ მოსახლეობას გააცნობს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე პროექტის მიმდინარეობას და მოისმენს მათ მოსაზრებებს.
ბუნებრივ და სოციალური საკითხებზე პროექტის ფარგლების დადგენის (სკოუპინგის) საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება:
9 დეკემბერს, 16:00 საათზე, ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მე-4 სართულის საკონფერენციო დარბაზში. მის: გამსახურდიას გამზ.45
10 დეკემბერს, 12:00 საათზე, ანაკლიაში, სასტუმრო „პალმ ბიჩის“ საკონფერენციო დარბაზში. ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია შეხვედრაზე დასწრება.
სკოუპინგის დოკუმენტი გამოქვეყნდება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ვებგვერდზე:
http://www.anakliadevelopment.com/ “