ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ახალი ტენდერი შეცვლილი პირობებით მალე გამოცხადდება – მინისტრი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ახალი ტენდერი შეცვლილი პირობებით მალე გამოცხადდება.

როგორც მინისტრმა ანაკლიის პორტზე საუბრისას აღნიშნა, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულების შეწყვეტა ლოგიკური გადაწყვეტილება იყო.

“პროცედურა იქნება ისეთივე გამჭვირვალე, როგორც ჩვენი ყველა ნაბიჯი ამ პროექტთან მიმართებაში. გაცხადებული გვაქვს, რომ ძალიან მალე დავიწყებთ ახალი ტენდერის პროცედურებს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩვენი ჩართულობით გადახედავს პირობებს, რადგან პირობებმა 2017 წლის შემდეგ საკმაოდ დიდი მოდიფიკაცია განიცადა ინვესტორის სასარგებლოდ. ვფიქრობთ, ეს ტენდერი წარმატებული იქნება. დიდი იმედი გვაქვს,რომ ძალიან მალე გამოჩნდება სხვა კომპანია გამჭვირვალე ტენდერის შედეგად. რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი აშენდება, ეს ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია და არაფერი შეუშლის ხელს”, – აღნიშნა თურნავამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი