ანაკლიის პორტის მშენებლობის ერთი წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება

როგორი იყო ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი წელი – ხვალ, სასტუმრო „Holiday Inn”-ში, ანაკლიის პორტის მშენებლობის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება

12 საათზე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და „ანაკლია სითი“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებლობის პირველი წლის შემაჯამებელ პრეზენტაციას გამართავენ.

შეხვედრაზე მოწვეულნი არიან საჯარო და კერძო უწყებების, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები თუ საუკუნის პროექტის მშენებლობითა და პროგრესით დაინტერესებული ყველა პირი.

ანაკლიის პორტისა და ანაკლია სითის მენეჯმენტი საზოგადოებას წარუდგენს ერთი წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაოების ანგარიშს და პროექტის განვითარებისა და მშენებლობასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებს გააცნობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი