ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილისშ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მას სასწრაფო დახმარების ბრიგადის დახმარება დასჭირდა. დაშავებულს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.

თავად დაზარელებულის განმარტებით, მასთან უცნობი პირი მივიდა და თავში რაღაც საგანი ჩაარტყა. დაზარალებულის დის ცნობით კი, მის ძმას თავში ქამარი ჩაარტყეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი