ინგირში მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივებს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მეორეს ჭრილობები მიაყენა. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი