გარე ვაჭრობის რუგულირების შესახებ ზუგდიდის მერიის მიერ ნორმატიული აქტის მომზადების პროცესს არასამთავრობო ორგანიზაცია “საუნჯე” ეხმაურება და მუნიციპალიტეტს ცვლილებების პროექტს სთავაზობს.
ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, რომლის გადაჭრის მიზნით მუნიციპალიტეტმა დაიწყო შესაბამისი ნორმატიული აქტის მომზადება.
ამასთანავე, მივესალმებით იმ ფაქტს, რომ აღნიშნულ პროცესში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უზრუნველყო არასამთავრობო სექტორის მონაწილეობა და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საუნჯემ” გარევაჭრობის რეგულირების წესის შემოთავაზებულ პროექტთან დაკავშირებით შეიმუშავა სარეკომენდაციო სახის ცვლილების პროექტი, სადაც გათვალისწინებულია დღეს გარევაჭრობით დაკავებული პირების ინტერესები, ქალაქის იერსახის დაცვა და სხვა საზოგადოებრივი ინტერესი. ასევე, ჩვენი მუშაობა დაკავშირებულია გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრის/გაუქმების პროცესში საკრებულოს როლის გაზრდაზე, რაც უზრუნველყოფს მის საჯაროობას.
“საუნჯეს” მიერ 2017 წლის 17 მარტს შემუშავებული დოკუმენტი იხილეთ აქ.