აფხაზი ბლოგერი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზ ბლოგერს, დაურ ბუავას, რომელიც თბილისში გარდაცვლილი იპოვეს, პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

შს სამინისტროს ცნობით, ბუავას ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.

ცნობისთვის, დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა დაურ ბუავა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი უნდა იყოს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი