აქცია ზუგდიდში ქალთა მიმართ არსებული სტერეოტიპების წინააღმდეგ

ზუგდიდში დადიანების მუზეუმის ეზოში ქალთა მიმართ არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებების წინააღმდეგ მშვიდობიანი აქცია გაიმართა.

სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელის ციცინო შენგელიას თქმით, “სწორედ სტერეოტიპული გარემოა უხილავი შუშის ჭერი”.

„ამ დღეს ვსაუბრობთ ქალები კიდევ ერთხელ, იმ სტერეოტიპულ გარემოზე, იმ უხილავ შუშის ჭერებზე, რომლებიც არსებობს ჩვენ ირგვლივ“, – განაცხადა შენგელიამ.

“ჩვენ ამ ფორმით გამოვხატეთ სოლიდარობა ქალთა მიმართ. მიგვაჩნია, რომ სტერეოტიპული დამოკიდებულებები უნდა დაიმსხვრეს“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ ხელმძღვანელი იაგო ფასანძე.

8 მარტს ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია „დაამსხვრიე შუშის ჭერი“ საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა. ზუგდიდში აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო საზოგადოების რეგოინული ქსელი იყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი