არ ვაღიარებთ გუშინდელი არჩევნების შედეგებს და გავაგრძელებთ თითოეული ჩვენი ამომრჩევლის ხმის უფლების დაცვას – ხაზარაძე

“ძლიერი საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ “ძლიერი საქართველო” არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს.

“ჩვენ არ ვაღიარებთ გუშინდელი არჩევნების შედეგებს და გავაგრძელებთ თითოეული ჩვენი ამომრჩევლის ხმის უფლების დაცვას. ქვეყანა, რომლის უმრავლესობის არჩევანი არის ევროატლანტიკური სივრცე, არ გავატანოთ ბიძინა ივანიშვილს რუსეთში, ეს არ მოხდება. ჩვენ ვდგავართ ჩვენს ხალხთან ერთად. ჩვენ ვდგავართ სიმართლის მხარეს, გამჭვირვალობის მხარეს. გუშინდელი არჩევნები არის მიუღებელი, ეს იყო მოპარული არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია,” – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი