არ ველოდები მეორე ტურს – ირაკლი ჩიქოვანი

ზუგდიდში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ პირველ ტურში გაიმარჯვებს.

ირაკლი ჩიქოვანმა ხმა ზუგდიდის #1 უბანზე მისცა.

“ხმა მივეცი მშვიდობის განვითარებას და იმ ადამიანებს, ვინც ნამდვილად გააკეთებენ ყველაფერს, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო კომფორტული და განვითარებული. ზუგდიდს სჭირდება გუნდი, რომელიც შეძლებს მისი ინტერესის დაცვას და იმ დინამიკის შენარჩუნებას, რომელიც ახლა ზუგდიდში გვაქვს.

ზუგდიდში გავაკეთებთ მშვიდ არჩევანს. არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში. არ ველოდები მეორე ტურს, თუმცა მაქვს ღრმა რწმენა, რომ ზუგდიდელები მხარს დამიჭერენ და შევძლებთ ამ საარჩევნო რეჟიმის დასრულებას უკეთესობისკენ”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი