ზუგდიდში “ქართული ოცნების” კოორდინატორები ფულს არიგებდნენ – ენმ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მტკიცებით, ზუგდიდში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” კოორდინატორები ფულს არიგებდნენ.

როგორც ოპოზიციური პარტიის დამკვირვებლები ამბობენ, მანქანაში მჯდომი ქალი “ქართული ოცნების” მომხრეებს მანქანასთან იბარებდა და სხვადასხვა კუპიურას აძლევდა.

“ამ ფოტოზე ჩანს სიები და ფულის დარიგება. ეს ადამიანი სუმკით დგას და აძლევს ფულს. რომ ვუღებდი, უცბად დამალეს. ოცლარიანი იყო, ათლარიანი”, – განაცხადა ენმ-ის წარმომადგენელმა რომან ახალაიამ.

ნონა შეროზია, რომელიც არ პასუხობს ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა მმართველი პარტიის კოორდინატორი, ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მანქანაში საჭმელად ჩასხდნენ.

“ღმერთის წინაშე დავიფიცებ, რომ ფული არ ამომიღია. აგერ სალფეთქი. საჭმელი მოიტანა იმ ბიჭმა და ის ვჭამე. მე საფულე არ გამიხსნია”, – განმარტა ნონა შეროზიამ.

ბრალდებას ასევე უარყოფს “ოცნების” წარმომადგენელი, უბნის მაჟორიტარი დეპუტატი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი