არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებაში ბრალდებული ზუგდიდში დააკავეს

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ძებნილი პირი, რომელსაც გერის გაუპატიურებაში ედება ბრალი. არსებული ინფორმაციით, 40 წლის კაცი სენაკი-მარტვილის გზაზე, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში იმალებოდა, თუმცა იქამდე ის ოკუპირებულ აფხაზეთს აფარებდა თავს.

ბრალდებული პირი დაახლოებით 7 თვე იყო მიმალვაში. გავრცელებული ინფორმაციით, მან 14 წლის გერი გააუპატიურა. ფაქტი კი არასრულწლოვნის ოჯახმა მხოლოდ მას შემდეგ გაახმაურა, რაც სავარაუდო მოძალადე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა.

დაკავებული უკვე ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს. მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნაც.

კომენტარები

დატოვე კომენტარი