ზუგდიდში, არასრულწლოვანის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ე.კ. პროკურატურამ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მისი მეუღლე ვ.ა. კი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. როგორც ცოლ-ქმრის ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა “Newsportal.ge”-ს განუცხადა, პროკურატურამ ე.კ.-ს წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება იმ გარემოების გამო მიიღო, რომ მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
მისივე ინფორმაციით, ცოლ-ქმრის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებაზე ზუგდიდის სასამართლო ხვალ იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ ე.კ.-ს და ვ.ა.-ს არასრულწლოვანის მძევლად ხელში ჩაგდება ედებათ ბრალად, რაც 9-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.