“არჩილ თალაკვაძე ჩემთან მუშაობდა 2013 წლამდე. იმ იმედით არის აქ, რომ მერე ივანიშვილმა ან პრემიები გადაურიცხოს ან ტაში დაუკრას და პრემიერი გახადოს,” – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განაცხადა.
“ის სულ, რომ ლაპარაკობს წინა მთავრობა როგორი ცუდი იყო, ამის ნაწილი იყო თავიდან ბოლომდე და ის იყო ჩემი ასისტენტი. ჟენევაში, რომ დავდიოდი კონფერენციაზე გრანტებს, რომ ვპოულობდი საქართველოსთვის, ის იყო ჩემი ასისტენტი… სირცხვილია უბრალოდ, აქ რომ ცდილობს ჩემს წინაღმდეგ ასეთი ბოროტების ჩადენას, უბრალოდ სირცხვილია მისგან. ის მიცნობს პირადად, ამდენი წელია ერთად ვთანამშრომლობთ. რამდენი სარეკომენდაციო წერილი მივწერე ამ ბიჭისთვის, რამდენი რამ გამიკეთებია, ხოდა ახლა ჩემს წინააღმდეგ წავიდა. მე დღეს შევიკავე თავი. აქ იყო, მეც აქ ვიყავი ანაკლიაში, დავინახე ეზოში, შევიკავე თავი იმიტომ, რომ მშვიდად იდგა. ახლა, რას მაიმუნობს იქ, შიგნით და რას მავნებლობს, ეგ მე ძალიან კარგად ვიცი და ამას არ ვაპატიებ, არანაირად არ ვაპატიებ, იმან მაინც უნდა იცოდეს, მე ვინ ვარ და რა დგას ჩემს უკან. ის უყურებს ახლა, ბიძინა როგორ ტაშს დაუკრავს, მე ველოდები ხალხის გამარჯვებას. მე მამოძრავებს ხალხი, რომელსაც აქვს ცრემლები თვალში, როცა მაცილებენ, რომ აი, თქვენი იმედი გვაქვს, ბოლო იმედი თქვენ ხართ. ის იმ იმედით არის აქ, რომ მერე ივანიშვილმა ან პრემიები გადაურიცხოს ან ტაში დაუკრას და პრემიერი გახადოს“, – განაცხადა რულოვსმა.
რულოვსის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე გამოხმაურა:
“სანდრა რულოვსის გარემოცვა და ასისტენტები ვინ იყვნენ არ ვიცი, რაც შეეხება ჩემს მუშაობას ჯენევაში, გლობალური ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობა დავიწყე როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა, მინისტრის მოადგილის პოზიციიდან – სანდრა რულოვსმა ბორდი დატოვა და მე გავხდი ბორდის წევრი საქართველოდან. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, სანდრა რულოვსს უფლებამოსილება შეუწყდა ჯანდაცვის ეროვნულ საკოორდინაციო საბჭოში”, – განაცხადა თალაკვაძემ.