ორსული ქალი, რომელსაც 4 ოქტომბერს მარტვილის სოფელ სალხინოში ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა.
ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.