ავღანეთის აღმოსავლეთით ტერაქტის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი დაშავდა.
Tolo News-ის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ნანგარჰარის პროვინციაში მიმდინარე აქციაზე აამოქმედა.
აქციის მონაწილეები ადგილობრივი პოლიციის უფროსის გადადგომას ითხოვდნენ.