ავღანეთში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის აღმოსავლეთით ტერაქტის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი დაშავდა.

Tolo News-ის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ნანგარჰარის პროვინციაში მიმდინარე აქციაზე აამოქმედა.

აქციის მონაწილეები ადგილობრივი პოლიციის უფროსის გადადგომას ითხოვდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი