„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2018 წელს 917 მეწარმე დაფინანსდა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2018 წელს 917 მეწარმე დაფინანსდა.

“პროგრამის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 50 მლნ ლარამდე შეადგენს. პროგრამის ფარგლებში 8 408 ბენეფიციარმა თანადაფინანსების სახით 38 647 441 ლარი მიიღო. 2018 წელს, მიკროგრანტების მოსაპოვებლად გამოვლინდა 917 გამარჯვებული, რომლებიც წლის ბოლომდე თანადაფინანსების სახით მიიღებენ 8 300 000 ლარს. დაფინანსებული ბენეფიციარების რაოდენობა შეადგენს 9216 მეწარმეს, თანადაფინანსების თანხა კი 47 მლნ ლარზე მეტია”,- ნათქვამია მთვარობის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი