აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური საქართველოს მოქალაქის დაჭრასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური კომენტარს აკეთებს.

„მესაზრვრეებბა ჯოგის გარეკვა სცადეს, თუმცა მათთან ერთად მყოფი ათამდე ძაღლი მესაზღვრეებს თავს დაესხა. მესაზღვრეებმა დაშინების მიზნით ჰაერში ცეცხლი გახსნეს, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო და მესაზღვრეები იძულებული გახდნენ ესროლათ ძაღლების მიმართულებით. შემდეგ კი, მათ შეამჩნიეს მწყემსი, რომელიც მიწაზე იწვა. იგი თვის არეში იყო დაჭრილი. მწყემსს აღმოუჩინეს სამედიცინიო დახმარება და იგი გადაყვანილია საავადმყოფოში“, – ნათქვამია უწყების კომენტარში.

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, მწყემსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი