აზიის განვითარების ბანკი – 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 4,7%-ით გაიზრდება

აზიის განვითარების ბანკის (ADB) საპროგნოზო მაჩვენებლებით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 4,7%-ით გაიზრდება, რაც 2018 წლის 4,5%-იან მაჩვენებელს 0,2 პროცენტული პუნქტით აღემატება.

მათივე ინფორმაციით, საპროგნოზო მაჩვენებლის 4,5%-იანი დონე, რომელიც 2017 წლის 5,0% მაჩვენებელს მცირედით ჩამორჩება, განპირობებულია საბაზო ეფექტით, კერძოდ, სერვისის სექტორში ზრდის შენელებით, 2017 წლის ეკონომიკური მაჩვენებლების მოსალოდნელზე მაღალი ზრდის გამო.

აზიის განვითარების ბანკის ცნობით, ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლების მიღწევას აგრეთვე ხელს შეუწყობს 2018 წლის მეორე ნახევრიდან საპენსიო და კაპიტალის ბაზრის განვითარების მხარდამჭერი რეფორმების განხორციელება, რამაც უნდა უზრუნველყოს დანაზოგებისა და ინვესტიციების ზრდა.

მათივე ცნობით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2018 წელს შემცირდება 3,5%-მდე, 2017 წლის ინფლაციის 6%-იან დონესთან შედარებით, რაც განპირობებულია სააქციზო პროდუქციაზე ფასების ზრდის ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვით, რის შემდგომაც ინფლაციის კიდევ უფრო მეტად, 3%-მდე, შემცირებაა მოსალოდნელი.

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მცირედით გაიზრდება მშპ-ს 9,5% დონემდე 2018 წელს, 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის მკვეთრი გაუმჯობესების ფონზე, კაპიტალური ხარჯების ზრდის კვალდაკვალ. რაზეც, შესაძლებელია, აგრეთვე გავლენა იქონიოს ნავთობის მზარდმა ფასებმა. თუმცა მათივე ცნობით, მოსალოდნელია, რომ დეფიციტი დაიკლებს 8,5%-მდე 2019 წელს, სწრაფად მზარდი საექსპორტო და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ფონზე.

„აღნიშნული პროგნოზების რისკს წარმოადგენს მოსალოდნელზე სუსტი საექსპორტო მაჩვენებლები თუ საქართველოს წამყვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში განვითარებულ ეკონომიკური მოვლენები უარყოფითი მოლოდინებით იქნება განპირობებული, და პირიქით, საგარეო სექტორში მზარდმა მოთხოვნამ, შესაძლებელია, უზრუნველყოს საქართველოში ეკონომიკის ზრდის კიდევ უფრო დაჩქარება. მშპ-ს მოსალოდნელზე მაღალმა მაჩვენებლებმა შეიძლება გაზარდოს ინფლაცია, ისევე როგორც მზარდმა სურსათისა და ენერგომატარებლების ფასებმა, ან გაცვლით კურსზე ზეწოლამ, თუ მაგალითად, აშშ-ს მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება უფრო სწრაფად, ვიდრე მოსალოდნელია.

ეკონომიკურ ზრდას აგრეთვე ხელს შეუწყობს სერვისის საექსპორტო სტრუქტურის დივერსიფიცირება, რამდენადაც საქართველოს ექსპორტი მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება. მართალია საქართველოს აქვს შედარებით განვითარებული „ტრადიციული“ საექსპორტო სტრუქტურა, მისი სწრაფად მზარდი ტურისტული ვაჭრობის ფონზე, ის უნდა მიისწრაფოდეს მოახდინოს საექსპორტო პოტენციალის დივერსიფიკაცია თანამედროვე, მზარდი ღირებულების შემქმნელი ექსპორტით, როგორიცაა ბიზენსის, საინფორმაციო და გამოთვლითი ტექნოლოგიების მიმართულებები“, – აღნიშნავენ აზიიის განვითარების ბანკში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი