ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა. დაჭრილი 27 წლის ასაკის მამაკაცია.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაკავებულია 1937 წელს დაბადებული მამაკაცი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი