ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე პროკურატურამ ყოფილი ხელისუფლების სამი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. კურიერის ინფორმაციით, ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს – ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილს და გიორგი მერებაშვილს წაუყენეს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, საქმეში მთავარი მტკიცებულება 2007-2008 წლებით დათარიღებული აუდიოფაილია. საუბრის ჩანაწერის ექსპერტიზა პროკურატურის მოთხოვნით სამხარაულის ბიურომ 2016 წელს ჩაატარა.
დაკავებულ რევაზ შიუკაშვილის ადვოკატმა, ქეთი მირიანაშვილმა რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წაყენებული ბრალდება აბსურდულია.
პატარკაციშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას სავარაუდოდ ხვალ გაავრცელებს.