ბეჩოს მოსახლეობამ ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა

აქცია მიმდინარეობს დილიდან მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში, სადაც ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალია გადაკეტილი.

ადგილობრივები ბეჩოს შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციაც ითხოვენ. გზის გადაკეტვის გამო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ცენტრალურ მაგისტრალზე შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მესტიის მერიაში კი აცხადებენ, რომ შესაბამისი სამუშაოები ხვალიდან განახლდებს. მანამდე კი აქციის მონაწილეებს მერის მოადგილე შეხვდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი