GEM-Fest-ის ოფიციალური პარტნიორი BBC გახდა

GEM-Fest-ის ოფიციალური პარტნიორი BBC გახდა. სასტუმრო “ბილტმორ თბილისში” GEM-Fest-ის ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ და BBC WORLD-ის და BBC PERSIA PERSIAN-ის წამყვანმა და მუსიკალურმა პროდიუსერმა ბეზად ბალურმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმის მიხედვით, BBC იღებს ვალდებულეას, რომ სრულიად უსასყიდლოდ, ფესტივალის განმავლობაში, გააკეთოს ლაივ ჩართვები ანაკლია-განმუხურიდან, ასევე მოამზადოს სიუჟეტები ფესტივალის პრე და პოსტ პერიოდში, რომელსაც ასეულობით მილიონი ადამიანი ნახავს მთელი მსოფლიოდან.

BBC განმუხურში სპეციალურ სტუდიას მოაწყობს GEM-Fest-ის სივრცეში, საიდანაც მსოფლიოს ყოველკვირეულ რეჟიმში მიაწვდის ინფორმაციას ანაკლია-განმუხურში მიმდინარე ფესტივალის შესახებ.

შეხვედრაზე, გიორგი სიგუამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, ლევან შონიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბენატორს, ლევან შონიას, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ფესტივალის განხორციელებაში,  თანადგომისთვის და მხარადჭერისთვის კიდევ ერთხელ ვუხდი მას მადლობას“, – განაცხადა გიორგი სიგუამ.

Gem-Festi სამეგრელოში, კერძოდ ანაკლია-განმუხურში 2015 წელიდან იმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი