მდინარე წაჩხურაზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის, სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, მდ. წაჩხურაზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 1 147 432 ლარია, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა.

მათივე ცნობით, ახალი კაპიტალური ხიდი თავისი მონაცემებით თანამედროვე სტანდარტს და მოთხოვნას აკმაყოფილებს. აღნიშნული საავტომობილო ხიდი უზრუნველყოფს ამ მონაკვეთზე უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისათვის.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი