ბესიკ ფარცვანია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია დღეს, ქალაქ წალენჯიხის ტაბიძეს, კალანდიას, სოხუმის და წმინდა ნინოს ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა მოსახლეობას  მაჟორიტარობის კანდიდატი, წალენჯიხის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია წარუდგინა.

ბესიკ ფარცვანიამ შეაჯამა საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოები და მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა და მუნიციპალიტეტის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო. მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მერობის კანდიდატი მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად სოციალურად დაუცველ ოჯახებშიც იმყოფებოდა, სადაც ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი