კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამაში დამატებით 11 ბენეფიციარი ჩაერთო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, მოქალაქეთა სოციალური დახმარების თაობაზე შემოსული განცხადებებისა და მომართვების საფუძველზე, სოციალური მდგომარეობისა და პირობების შესწავლის მიზნით შექმნილი კომისია რიგით მე-11 სხდომაზე შეიკრიბა. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შეხვედრაზე ბენეფიციართა განცხადებები განიხილეს. კომისიის გადაწყვეტილებით, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამაში დამატებით 11 ბენეფიციარი ჩაერთო, ხოლო მომვლელის პროგრამაში ჩამრთველი ბენეფიციარების 4 განცხადება იქნა განხილული. კომისიისვე გადაწყვეტილებით ორულუში მცხოვრებ ოჯახს რომელსაც სახლი დაეწვა 1000 ლარიანი დახმარება და 20 კუბური მეტრი სამასალე მერქანი გადაეცემა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი