მაშველებმა თეთნულდზე დაკარული ტურისტების ადგილსამყოფელი დაადგინეს

საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თეთნულდზე ორი ტურისტის ადგილსამყოფელი ცნობილია, თუმცა მათთან მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მათივე ცნობით ხეობაში რთული მეტეოროლოგიური სიტუაციაა, რაც სამაშველო ოპერაციას ართულებს.

არსებული ინფორმაციით, ტურისტთა 8-კაციანი ჯგუფი, თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე​ იმყოფებოდა, როდესაც 2 ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი