ბესიკ ფარცვანია სოფელ ეწერის მოსახლეობას შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“  წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია სოფელ ეწერის      მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის  კანდიდატი   ანზორ  ძაძამია წარუდგინა.

ბესიკ ფარცვანიამ საანგარიშო პერიოდში შესრულებული  სამუშაოები შეაჯამა, განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და მოსახლეობას  მომავალი  ოთხი  წლის  სამოქმედო   გეგმა  გააცნო.

შეხვედრაზე  აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში სოფელში ახალი  საჯარო  სკოლის  მშენებლობა დაიწყება.

ეწერის მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად წალენჯიხა-ეწერის დამაკავშირებელი გზის  რეაბილიტაცია  დაასახელა.

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი