ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში იმყოფებოდა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა.

ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივებს ტაძრის სამშენებლო სამუშაოების დასრულებაში დახმარებას დაპირდა.

„მე მგონია, რომ ეს არის ნიმუში. ჩვენს ეკლესიას ისტორია აქვს და ეს ეკლესია ულამაზესია. ამაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ. ერთი მილიონი ვთქვი, მაგრამ არ შევჩერდები, ამაში მონაწილეობას სიამაყითაც მივიღებ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი