ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია, აღნიშნულია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის“ განცხადებაში.

საიამ 11:00 საათისთვის 6 საჩივარი მოამზადა და 4 შენიშვნა დააფიქსირა. ორგანიზაციამ, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს აკვირდება, ბიძინა ივანიშვილის მიერ უბანზე საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საჩივარი დაწერა. საია-ში აცხადებენ, რომ მსგავსი დარღვევა კენჭისყრის დღეს მუდმივად მეორდება.

მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხმის მიცემის დროს, იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, კერძოდ, მისი დაცვის წევრები.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი