კორონავირუსის 4610 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 4610 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 55 815 ტესტი, გამოჯანმრთელდა 2 624 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 003 პირი ემსხვერპლა.
 
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 610 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 663 შემთხვევა, აჭარა – 154, იმერეთი – 871, ქვემო ქართლი – 324, შიდა ქართლი – 324, გურია – 118, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 316, კახეთი – 577, მცხეთა-მთიანეთი – 83, სამცხე-ჯავახეთი -133, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 47.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 50 707.

კომენტარები

დატოვე კომენტარი