ბიზნესმენი მანანა მიქავა ადგილობრივ ხელისუფლებას მისი მიწის მითვისებაში ადანაშაულებს

ბიზნესმენი მანანა მიქავა ადგილობრივ ხელისუფლებას მისი მიწის მითვისებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მის კუთვნილ მიწას მუნიციპალიტეტი ასხვისებს.

ბიზნესმენი ზუგდიდის მერს გარიგებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მერმა თანხის სანაცვლოდ მას მიწის დათმობა შესთავაზა.

მიქავამ და მისმა ადვოკატმა განაცხადეს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემდნენ, თუკი აღნიშნული საკითხი კენჭისყრაზე გავა.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიან მიქავა სიცრუეში დაადანაშაულა. მისი თქმით, სულ სხვა მიწის ფართობზეა საუბარი და ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაა, სადაც საბავშვო ბაღი უნდა აშენდეს.

“სასამართლოში ამ მიწაზე დავა მიმდინარეობს და ამ ეტაპზე საკრებულოს სადავო ტერიტორიის მიწის გასხვისების უფლება არ აქვს”, – ამბობს მიქავა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი