საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 873-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 337 პირს დაუდასტურდა, 3 137 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 26 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 762 შემთხვევა გამოვლინდა, 3 953 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.