ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გარე განათების 7 ბოძი დააზიანეს. დაზიანების ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
ფაქტზე დაწყეულია გამოძიება 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
განახლებულმა ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა პირველი დამთვალიერებელი 29 დეკემბერს მიიღო. პირველ თებერვლამდე ბაღში შესვლა უფასოა.