მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციამ რეანომობილი მიიყვანა და ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მას დახმარებას დაუყოვნებლივ აღმოუჩენენ. „ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ისეთია როგორც წინა დღეს. რაღაც-რაღაცები ცოტა უკეთესი იყო, რაღაც-რაღაცები უარესი. ტესტები გავუკეთეთ მთელი რიგი და ამან წაიღო დრო. ნინო ლომჯარია იყო, ვილაპარაკეთ რამდენიმე საათი მისი ჰოსპიტალიზაციის შესახებ. ჰოსპიტალიზაციაზე არის თანახმა, მაგრამ პრობლემაა, სად, […]











