საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ცესკო-ს ცნობით, მარტვილში 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 5.7 პროცენტი დაფიქსირდა – 1103 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან საარჩევნო უბანზე 63 მივიდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტში, კიწიის თემში ორ საარჩევნო უბანზე შუალედური არჩევნები იმართება. კენჭს ერთადერთი კანდიდატი – „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი რობერტ კაკულია იყრის. ორივე საარჩევნო უბანი კიწიასა და მოდაში დროულად გაიხსნა და არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ორივე უბანზე საერთო ჯამში 1103 ამომრჩეველია რეგისტრირებული.