უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 51.22 პროცენტი შეადგინა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკრებულოს შუალედური არჩევნების დასრულებისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ბრიფინგი გაიმართა.

ცესკო-ს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, 20:00 საათის მდგომარეობით, მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემის ორ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 51.22 პროცენტი, რაც რაოდენობრივად 565 ამომრჩეველია.

მისივე თქმით, არჩევნების დღემ საარჩევნო უბანზე მშვიდ გარემოში ჩაიარა.

„ამ წუთებში საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება შემაჯამებელი ოქმები, ისინი მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც უმოკლეს დროში ატვირთავენ საარჩევნოს მართვის ელექტრონულ პროგრამაში“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი