check in Georgia-ს ფარგლებში ჯაზფესტივალი და Gem Fest-ი დაფინანსდნენ

check in Georgia-ს ფარგლებში ჯაზფესტივალი და ასევე Gem Fest დაფინანსდნენ. ამის შესახებ კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

მიხეილ გიორგაძის თქმით, აღნიშნულმა ფესტივალებმა ყველაზე მაღალი ეკონომიკური სარგებელი აჩვენეს.

”ჯაზფესტივალი და ასევე Gem Fest დაფინანსდნენ check in Georgia-სფარგლებში. ეს მოხდა იმისთვის, რომ როგორც მასშტაბი, ასევე პროგრამირების თვალსაზრისით, ფესტივალები გაზრდილიყო იმიტომ, რომ ყველაზე მაღალი ეკონომიკური სარგებელი რეგიონში სწორედ ამ ფესტივალებმა აჩვენეს”, – განაცხადაგიორგაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, როგორც ბილეთებიდან შემოსული, ისე სასპონსორო თანხები გამოიყენებa იმისთვის, რომ ბიუჯეტზე ზეწოლა შემცირდეს.

”როგორც ბილეთებიდან შემოსული, ისე სასპონსორო თანხები, რომელსაც ჩვენ ახლო მომავალში დაავანონსებთ, სწორედ იმისთვის გამოიყენება, რომ ბიუჯეტზე დაწოლა შემცირდეს და სწორედ ეს თანხები იყოს გამოყენებული ბიუჯეტის თანხების მაგივრად”, – განაცხადა გიორგაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი