მინისტრმა და გუბერნატორმა წალენჯიხაში ჩაის პროგრამა წარადგინეს

სოფლის მურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია წალენჯიხაში რეგიონში მოღვაწე ჩაის მეწარმეებს და დარგის სპეციალისტებ სშეხვდნენ.  მინისტრმა და გუბერნატორმა შეკრებილებს სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“ გააცნეს.

როგორც ოთარ დანელიამ ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული ჩაის საექპორტო პოტენციალის გაზრდას, ასევე მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოხდება იმ სტანდარტების დანერგვა, რომელიც აუცილებელია ქართული ჩაის ევროკავშირის ქვეყნებში გასატანად.

პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული შეღავათებია გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის, რაც საქართველოში კოოპერაციის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. პლანტაციების რეაბილიტაციისათვის თანადაფინანსება იქნება: კერძო საკუთრებაში არსებული პლანტაციების შემთხვევაში იურიდიული პირებისათვის (გარდასასოფლო-სამეურნეოკოოპერატივებისა) – რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 60%; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 80%. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული (იჯარით გაცემული) პლანტაციების შემთხვევაში: იურიდიული პირებისათვის (გარდასასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა)  რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 70%; სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 90%.

კომენტარები

დატოვე კომენტარი