ჭკადუაშს და კორცხელს წელს ახალი ხიდი დააკავშირებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭკადუაშისა და კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულებს, მიმდინარე წელს ახალი ხიდი დააკავშირებს.

არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნის, ახალი ხიდის მოწყობით კი, როგორც გამგეობაში განმარტავენ, მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება.

“ხიდის რეაბილიტაცია მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება. რეაბილიტირებული ხიდი მათ უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება 126 917 ლარია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი