ჩხოროწყუს მერიის სპორტის სამსახურის ყოფილ უფროსს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის სამსახურის ყოფილ უფროსს, ედემ კვარაცხელიას, რომელსაც ჩხოროწყუს მერის, დავით გოგუას მიმართ ძალადობაში ედება ბრალი პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს სთავაზობდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ჩხოროწყუს მერსა და მერიის სპორტის განყოფილების ყოფილ უფროსს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზად ედემ კვარაცხელიას სამსახურიდან გათავისუფლება სახელდება. იგი აღნიშნული თანამდებობიდან დაახლოებით, ერთი თვის წინ, შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი