ჩვენს სახელმწიფოებს შორის, ნამდვილად არსებობს ღია საკითხი – ზელენსკი

საქარათველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

“შევხვდი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს. ჩვენს სახელმწიფოებს შორის ნამდვილად არსებობს ღია საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ყველა დონეზე წარიმართოს.

უკრაინა ყოველთვის სცემდა და სცემს პატივს საქართველოს, მის სუვერენიტეტსა და ხალხს. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ურთიერთთანამშრომლობას”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ერევანში მიმდინარე სამიტის ფარგლებში დღეს ზელენსკისა და კობახიძეს შორის კომუნიკაცია შედგა. კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეხვედრა უკრაინის ინიციატივით მოხდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი