ჩხოროწყუს მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

პარტია ,,ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” ჩხოროწყუს მერობის კანდიდატი დათო გოგუა, სოფელ ლესიჭინეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან მამუკა ფიჩხაიასთან ერთად გაშარას ამომრჩეველს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.


მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა, სოფელში მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
სამოქმედო გეგმის მიხედვით სოფლის ცენტრში აშენდება იუსტიციის სახლი, რომელსაც მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება. ლესიჭინე–ოჩხომურის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტო–ბეტონის საფარი დაიგება. მდინარე ოჩხომურზე უახლოეს მომავალში ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყება და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. პროექტის ღირებულება 6 900 000 ლარს შეადგენს. ასევე, მიმდინარეობს ლესიჭინე–კირცხის დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა მდინარე ხობისწყალზეც. სოფლის მასშტაბით მოწესრიგდება შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა, აშენდება ხიდბოგირები და სანიაღვრე არხები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი